პროექტები


                                                    სასწავლო პროექტის გეგმა

1.
პროექტის სახელწოდება;
“Happy Meal”
2.
პროექტის მთავარი იდეა(თემა);
ჯანსაღი საკვები/საყვარელი საკვების მომზადება
3.
პროექტის აქტუალობა;
·         მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით;
·         მოახდენენ მიღებული ცოდნის ტრანსფერს ყოველდღიურ ცხოვრებაში(საყვარელი საკვების მომზადება);
·         შეექმნებათ ზოგადი წარმოდგენა ჯანსაღ კვებაზე;

a4.
 პროექტის მიზნები;
საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი;
Iუცხ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სამიზნე ქვეყნის/ ქვეყნების სოციოკულტურულ და კულტურულ რეალიებზე.

5.
 მონაწილეთა ასაკი;
დაწყებითი საფეხური/მე-4 კლასი
6.
 ვადები/ ხანგრძლივობა;
2-3 კვირა
7.
მოსალოდნელი შედეგები/     პროდუქტები, რაც   შეიძლება შეიქმნას;
·         მოსწავლეები მოამზადებენ საყვარელ საკვებს და ჩაწერენ ვიდეო რგოლს ამის შესახებ;
·          ინგლისურ ენაზე მოახდენენ მიღებული პროდუქტის პრეზენტაციას(პროცესის დაწვრილებით აღწერა-დახასიათება);
·         შეადგენენ ბუკლეტებს სადაც ინგლისურ ენაზე იქნება აღწერილი/ჩამოთვლილი ჯანსაღი პროდუქტები.
8.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები;
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, ფურცლები, ინტერნეტი, (საკვები პროდუქტები მოსწავლეებისთვის)
9.
პროექტის   მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
·         მოსწავლეებს სლაიდ შოუს დახმარებით ვესაუბრები ჯანსაღი კვების შესახებ, ვაჩვენებ  მათ ჯანსაღი კვების დადებით და უარყოფით მხარეებს და შემდეგ ვსაუბრობთ საყვარელ საკვებზე და მის მომზადების წესზე;
·         მოსწავლეებს წყვილებში დავურიგებ სხვადასხვა ფერის თაბახის ფურცლებს, ვაჩვენებ უკვე მომზადებული ბუკლეტის ნიმუშს და ვთხოვ მოამზადონ ბუკლეტები სადაც ჩამოწერენ ჯანსაღ და არაჯანსაღ კვების პროდუქტებს ინგლისურ ენაზე.(პარალელურად ვახდენ მუშაობის პროცესის მონიტორინგს, რამდენად ადეკვატურად ასრულებენ მოსწავლეები მოცემულ დავალებას, ვაკეთებ ჩანაწერებს, რაც გამომადგება პროექტის შეფასებისთვის და ვაძლევ მათ განმავითარებელ შეფასებას.)

·         მოსწავლეებს ვანაწილებ წყვილებად, ვაძლევ საშინაო დავალებას - მოამზადონ საყვარელი საკვები და მოახდინონ მისი პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე;(მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში ვეკითხები მოსწავლეებს თუ როგორ მიმდინარეობს მათი საშინაო დავალების მომზადების პროცესი, ვამოწმებ მათ მიერ ჩაწერილ ვიდეო-რგოლებს(უკვე არსებობის შემთხვევაში)და ვაძლევ განმავითარებელ შეფასებებს).

·         ერთი კვირის განმავლობაში ისინი მუშაობენ საშინაო დავალებაზე და ბოლოს წარმოადგენენ საკუთარ  ნამუშევარს, არაჯანსაღი კვების პრევენციის მიზნით მოსწავლეები დაარიგებენ მომზადებულ ბუკლეტებს და მოხდება პროექტის შეფასება.

10.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი);
ნინო მგალობლიშვილი
11.
ხელმძღვანელი ელ.ფოსტა;
mgalobelinino@gmail.com
12.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;
https://mgaloblishvilinino.blogspot.com/


                                      წყვილებში მუშაობის   შეფასების რუბრიკა

N
   შეფასების    კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი

საშუალო
1.
მოსწავლეები  ჩართულები არიან კონკრეტულ აქტივობაში, თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
მოსწავლეები აქტიურად ავსებენ ბუკლეტს, თანაბარი პასუხისმგებლობით   ასრულებენ კონკრეტულ დავალებას.
მოსწავლეები აქტიურად ავსებენ ბუკლეტს, თუმცა ზოგჯერ თანაბარი პასუხისმგებლობით   ვერ ასრულებენ ასრულებენ კონკრეტულ დავალებას.
მოსწავლეები არ არიან ჩართულები კონკრეტულ აქტივობაში და უჭირთ თანაბარი პასუხისმგებლობით   კონკრეტული დავალების შესულება.
2.
მოსწავლეები ითვალისწინებენ მასწავლებლის ინსტრუქციებს და ადეკვატურად ავსებენ და აფორმებენ ბუკლეტს.
მოსწავლეები ადეკვატურად ავსებენ ბუკლეტს, ითვალისწინებენ მასწავლებლის მითითებებს.
მოსწავლეები ადეკვატურად ავსებენ ბუკლეტს, თუმცა ზოგჯერ უჭირთ  მასწავლებლის მითითებების გათვალისწინება.
მოსწავლეებს უჭირთ ადეკვატურად  ბუკლეტის შევსება და  მასწავლებლის მითითებების გათვალისწინება.
3.
ბუკლეტის შევსების დროს მოსწავლეები იყენებენ ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს, იცავს მართლწერის წესებს.
მოსწავლეები სწორად იყენებენ ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს ბუკლეტის შევსებისას, იცავენ მართლწერის წესებს.
მოსწავლეები სწორად იყენებენ ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს ბუკლეტის შევსებისას, თუმცა ზოგჯერ უჭირთ  მართლწერის წესების დაცვა.
მოსწავლეებს უჭირთ ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამოყენება კონკრეტული დავალების შესასრულებლად.






                                      ვიდეო რგოლის  შეფასების რუბრიკა

N
   შეფასების    კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი

საშუალო
1.
მოსწავლეები იცავენ ინსტრუქციებს ვიდეო-რგოლის ჩაწერის დროს.
მოსწავლეები ითვალისწინებენ მასწავლებლის მითითებებს.
მოსწავლეები ზოგჯერ ვერ ითვალისწინებენ მასწავლებლის მითითებებს კონკრეტული დავალების შესრულებისას.
მოსწავლეებს უჭირთ მასწავლებლის მითითებების გათვალისწინება.
2.
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, თანაბარი პასუხისმგებლობით ასრულებენ კონკრეტულ დავალებას, იცავენ დროის ლიმიტს.
მოსწავლეები კარგად თანამშრომლობენ ერთმანეთთან , ზუსტად იცავენ დროის ლიმიტს. მათ თანაბრად აქვთ გადანაწილებული დავალებები.
მოსწავლეები კარგად თანამშრომლობენ ერთმანეთთან , თუმცა ზოგჯერ უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა და  თანაბრად  დავალებების გადანაწილება.
მოსწავლეებს უჭირთ  ერთმანეთთან თანამშრომლობა  და დროის ლიმიტის დაცვა .
3.
მოსწავლეები საუბრობენ უცხო ენისთვის დამახასიათებელი ინტონაციით, იყენებენ როგორც ნასწავლს ასევე ახალ ლექსიკურ ერთეულებს.
მოსწავლეები საუბრისას კარგად იყენებენ ლექსიკურ ერთეულებს და იცავენ უცხო ენისთვის დამახასიათებელ ინტონაციას.
მოსწავლეები საუბრისას  იყენებენ ნასწავლ და ახალ ლექსიკურ ერთეულებს, თუმცა ზოგჯერ ვერ  იცავენ უცხო ენისთვის დამახასიათებელ ინტონაციას.
მოსწავლეები ვერ იყენებენ ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს და ვერ საუბრობენ უცხო ენისთვის დამახასიათებელი ინტონაციით.




                                               
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა                 


N
შეფასების კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
1
პრეზენტაცია  პასუხობს  სათაურს; 
პრეზენტაცია სათაურთან შესაბამისობაშია.
პრეზენტაცია ოდნავ აცდენილია სათაურს.
პრეზენტაციის თემა არ შეესაბამება სათაურს.
2
 მოსწავლე ფლობს აუდიტორიას;
მოსწავლე იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას.
მოსწავლე ზოგჯერ ვეღარ იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
მოსწავლე ვერ ფლობს აუდიტორიას.
3
თემა არ სცილდება შინაარსის ფარგლებს;
პრეზენტაციის თემა არ სცილდება შინაარსს, არ არის მოსაბეზრებელი.
პრეზენტაციის თემა არ სცილდება შინაარსს, თუმცა ზოგჯერ მოსაბეზრებელია.
პრეზენტაციის თემა  სცილდება შინაარსს,  მოსაბეზრებელია.
4
კარგად არის წარმოდგენილი
საპრეზენტაციო მასალა; მოსწავლეს შეუძლია უცხო ენისთვის დამახასიათებელი ინტონაციით საუბარი.
მოსწავლე კარგად აღწერს მის მიერ მომზადებულ საყვარელ საკვებს. გამართულად საუბრობს.
მოსწავლე  აღწერს საყვარელ საკვებს, თუმცა ზოგჯერ უშვებს შეცდომებს საუბრისას.
მოსწავლეს უჭირს საყვარელი საკვების აღწერა და წარდგენა აუდიტორიისთვის.
5
მოსწავლე იცავს დროის ლიმიტს;
მოსწავლე ზუსტად იცავს დროის ლიმიტს.
მოსწავლეს ზოგჯერ უჭირს დროის ლიმიტის დაცვა
მოსწავლე ვერ იცავს დროის ლიმიტს.





No comments:

Post a Comment