გაკვეთილის გეგმები




                                                    გაკვეთილის გეგმა



საგანი და გაკვეთილის მთავარი                        თემა

ინგლისური ენა
წელიწადის დროები
სწავლების საფეხური
დაწყებითი, კლასი მე-4
მოსწავლეთა    პროფილი

27 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოსწავლეები განიმტკიცებენ  ნასწავლ ლექსიკურ მასალას კონკრეტულ თემაზე და გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

Iუცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს  სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულ მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად  და წყვილებში მუშაობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს აღნიშნული თემის შესახებ.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ლექსიკური ერთეულები კონკრეტული თემის შესახებ, შეუძლიათ სტანდარტით განსაზღვრული  მცირე ზომის ტექსტის წაკითხვა/ მოსმენა  და გაგება, მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებული შეფასება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.
სასწავლო მასალა და რესურსები
წიგნი, რვეული, თაბახის ფურცლები, უცხო ტექსტი, კალამი, ფანქრები, წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას ზეპირად. დრო-2-3 წთ.
1. აქტივობა N1 .
მასწავლებელი გაახსენებს მოსწავლეებს გავლილ მასალას, ნასწავლ ენობრივ ერთეულებს ზეპირად და წინასწარ მომზადებული სლაიდ-შოუს მეშვეობით.
მეთოდი: კითხვა -პასუხი; სლაიდ-შოუ.
აქტივობის მიზანი: ამ აქტივობის მეშვეობით მოსწავლეები გაიხსენებენ გავლილ მასალას.
კითხვები:
1. What kind of weather is it today? 2. Which season is it?
3. Which is your favorite season of the year? 4. Why do you like it? 5. What kind of weather do you like? 6. What are you wearing today? 7. Do you  know what kind of fruit and vegetables do we have now?
დრო: 10 წთ.
2. აქტივობა N 2.
მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს წყვილებში მცირე ზომის უცხო ტექსტს, მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს და დაახარისხებენ ინფორმაციას, კერძოდ, სიტყვებს(ხილი, ტანსაცმელი, ამინდი) შეუსაბამებენ შესაბამის წელიწადის დროს.
მეთოდი: დეტალური კითხვა, შესაბამისობის დავალება.
აქტივობის  მიზანი: ამ აქტივობის მეშვეობით მოსწავლეები შეძლებენ  ნასწავლი მასალის განმტკიცებას.
დრო: 10 წთ.
3. აქტივობა N3
მასწავლებელი აყურებინებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ, მცირე ზომის მოთხრობას. მოსწავლეებმა უნდა გაიგონ ტექსტი, გამოიცნონ წელიწადის რომელი დროა და 2-2 წინადადებით უნდა აღწერონ აღნიშნული დრო.
მეთოდი: უცხო ტექსტის მოსმენა-გაგება;
აქტივობის მიზანი: ამ აქტივობის მეშვეობით მოსწავლეები შეძლებენ ნასწავლი ლექსიკური ერთეულების პრაქტიკაში გამოყენებას.
დრო: 10 წთ.
4. აქტივობა N4
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას(ინსტრუქციას) მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ მცირე ზომის პოსტერები, სადაც წარმოადგენენ ერთ-ერთ მათთვის საყვარელ წელიწადის დროს.
დრო: 2 წთ.
5. აქტივობა N5
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს უკვე ნაცნობი შეფასების რუბრიკის მიხედვით.(განმავითარებელი  შეფასება)
დრო: 3-5 წთ.




No comments:

Post a Comment